გაფრთხილება: დღეს ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი

19 მაისი 2017, 00:00 7247 ნახვა

დღეიდან, ორი დღის განმავლობაში, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

პერიოდულად იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციით - მოსალოდნელი ძლიერი წვიმების გამო საქართველოს დიდ და საშუალო მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის საშიშ ნიშნულებამდე მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები აღინიშნოს. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ზოგან მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში