"ბელქ სი არენაზე" ჯგუფ Aerosmith-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან და ბათუმიდან დამატებითი მატარებლები დაინიშნა.
„საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 20 მაისს ბათუმიდან ქობულეთის გავლით, ურეკში რამდენიმე რეისი შესრულდება.
პირველი მატარებელი ბათუმიდან გავა 16:00 წუთზე, ქობულეთში გაჩერდება 16:18 საათზე და ურეკში საღამოს 5 საათზე იქნება.
მეორე მატარებელი ბათუმიდან 18:10 წუთზე გავა, ქობულეთის სადგურში 18;30 წუთზე შევა და ურეკში საღამოს 7 საათისთვის იქნება.
"საქართველოს რკინიგზა" Aerosmith-ის კონცერტზე დასწრების მსურველებს მესამე რეისაც სთავაზობს, რომელიც ბათუმიდან გავა 21:30, ქობულეთში 10 საათზე ჩავა, ღამის 11 ნახევარზე კი ურეკში იქნება.