ივანიშვილის წერილის შეფასებები

30 მაისი 2016, 00:00 4994 ნახვა

პირველ რიგში დავიწყებ იმითი, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო საზოგადოებიდან კვლავ პოლიტიკაში ვიხილოთ. საჯარო სექტორში დაბრუნების შესახებ მართალია ამ ღია წერილში არ უსაუბრია, თუმცა წერს, რომ იგი აქტიურად ჩაერთვება "ქართული ოცნების" წინსაარჩევნო კამპანიაში. ახლა რაც შეეხება წერილის შინაარს. საქრთველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი მიმართვას არჩევნებამდე პერიოდით იწყებს და საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას ახსენებს. ასევე პირველ გვერდებზე გამოტანილი აქვს კოალიციის დაპირებები, რომელიც არჩევნებში გამარჯვებამდე გაიცა მოსახლეობაზე. სწორედ ამის შემდეგ იწყებს მოქმედი ხელისუფლების 4 წლიანი მმართველობის შეჯამებას. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში