გორგივლი-დღვანის მიმართულებით, შიდა სასოფლო გზაზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ბეტონის საფარი გზის 4 კილომეტრ-ნახევრიან მონაკვეთზე დაიგება. სამუშაოებს აჭარის საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტში გზებზე 6 კილომეტრამდე ბეტონის საფარი დაიგება, რისთვისაც 316 ათას 975 ლარი დაიხარჯება. შიდა სასოფლო გზებზე კეთილმოწყობით სამუშაოებს ადგილობრივი თვითმმართველობა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ახორციელებს.