გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას რეკორდსმენია

21 მაისი 2025, 08:09 254 ნახვა
00:00
00:00

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენია. მან „ლეიდასთან“ მატჩში 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო და 52 რეალიზებული საჯარიმო დაუგროვდა ისე, რომ ბურთი არ აუცილებია.

ქართველი ცენტრი უკვე ორი თვეა საჯარიმოებს 100-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნის.

აქამდე ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი ჯო კოპიცკის ეკუთვნოდა, რომელმაც 1988 წელს 42-დან 42 საჯარიმო ჩააგდო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში