საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მეორე მატჩიც მოიგო

29 აპრილი 2025, 09:41 288 ნახვა
00:00
00:00

ახალ ზელანდიაში მიმდინარე ყინულის ჰოკეის მეორე დივიზიონის B ჯგუფის გუნდების მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩი მასპინძელ ახალ ზელანდიასთან გამართა და 5:0 დაამარცხა.

ორი ტურის შემდეგ ორი მოგებით საქართველო ჯგუფის ლიდერია. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 30 აპრილს ბულგარეთთან გამართავს.

პირველ ადგილზე გასული გუნდი მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის ეი ჯგუფში ითამაშებს, ბოლოადგილოსანი კი მესამე დივიზიონში დაქვეითდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში