გონიოს მიწებზე ხვალ იმსჯელებენ

04 მაისი 2017, 00:00 3411 ნახვა

გონიოს სადაო მიწებთან დაკავშირებით 60 მოქალაქის სარჩელს ბათუმის საქალაქო სასამართლო, ხვალ, 4 საათზე განიხილავს.

საქმე ეხება საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის  ივნისისა და სექტემბრის გადაწყვეტილებებს. რომლის მიხედვითაც, 271 დან 90 ოჯახს საკუთრების უფლება აღუდგა, თუმცა მიწის საკუთრებაში დარეგისტრირება მხოლოდ 18-მდე ოჯახმა შეძლო.

მოქალაქეების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია ''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' იცავს.

ამავე კატეგორიაში