ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში პროექტი - ''საოპერო ხელოვნების ისტორიიდან'' გრძელდება. პროექტის ფარგლებში, პედაგოგისა და საოპერო მომღერლის, ნოდარ ვარშანიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
სპეციალისტების შეფასებით, ''ვოკალურ-საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია'' სასწავლო სახელმძღვანელოდ შეიძლება ჩაითვალოს. წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, ხათუნა ჯალაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართა. მუსიკალურ ცენტრში მომდევნო ღონისძიება 31 მაისს გაიმართება და საღამო გუსტავ მალერს დაეთმობა.