აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი იქნება

05 აპრილი 2025, 11:54 278 ნახვა
00:00
00:00

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ  სულხან თამაზაშვილია წარდგენილი, რომელიც ამბობს რომ  მრავალწლიან გამოცდილებას აჭარას და  ხალხს მოახმარს,  სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დაასახელეს. პრემიერმა თქვა, რომ სულხან თამაზაშვილი პოლიციის პოლკოვნიკია. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორისის უწყების სხვადასხვა დეპარტამენტში ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა,  მიღებული აქვს არაერთი დამსახურებული ჯილდო. თამაზაშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის ხელმძღვანელი იყო.  ის თორნიკე რიჟვაძეს შეცვლის, რომელმაც გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი