დასაქმების სააგენტოს, ,,დემოკრატიის ინსტიტუტსა’’ და ,,ბათუმის ავტოტრანსპორტს’’ შორის თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, “ბათუმის ავტოტრანსპორტში” დასაქმებულ 260 კონდუქტორს, პროფესიული უნარ-ჩვევების ასამაღლებლად, ტრენინგები ჩაუტარდებათ.