ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად გაიხსნა. დილიდან ბულვარში სხვადასხვა აქტივობები იმართება. ტურისტულად ცხელი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობა შადრევნებთან წყლის შოუ იქნება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ორგანიზატორები დღეს ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს მრავალფეროვან და წინა წლებთან შედარებით, გამორჩეულ სანახაობებს ჰპირდება. ღონისძიებების ძირითადი ლოკაცია მთელი დღის განმვალობაში ბულვარია.