იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ აშშ-ს ექნება საკმარისი ძალა, რათა პუტინზე ზეწოლით მიაღწიოს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას - ვოლოდიმირ ზელენსკი

27 მარტი 2025, 10:16 211 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში ისაუბრა პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შესახებ.

ზელენსკის თქმით, ის იმედოვნებს, რომ აშშ-ს აქვს საკმარისი ძალა, რომ აიძულოს რუსეთი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ვაშინგტონის შუამავლობით შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გამკაცრდეს.

მან ასევე უარყო აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის სტივ ვიტკოვის განცხადება ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის შესახებ, რომ უკრაინა აგრძელებს ბრძოლას რუსეთის ჯარების წინააღმდეგ კურსკში.

ვიტკოფმა გასულ კვირას გამოთქვა ოპტიმიზმი საუდის არაბეთში მოლაპარაკებების წინ და თქვა, რომ მას სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სამი წლის კონფლიქტის დასრულება სურს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში