არგენტინამ ბრაზილია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაინაღდა 

26 მარტი 2025, 09:55 290 ნახვა

გაირკვა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მეშვიდე მონაწილე. ეს არის არგენტინის ნაკრები, რომელმაც სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ტურნირის მე-14 ტურში ბრაზილია საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა.

არგენტინამ  მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ამ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე გაინაღდა, როცა ბოლივიისა და ურუგვაის მატჩი 0:0 დასრულდა.

ამ მომენტისთვის ცნობილია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მეშვიდე მონაწილე: აშშ, მექსიკა, კანადა, იაპონია, ახალი ზელანდია, ირანი და არგენტინა. სულ მსოფლიო ჩემპიონატზე 48 ნაკრები ითამაშებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში