ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნა 

26 მარტი 2025, 09:34 201 ნახვა

UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას სახელი ესპანეთის ქალაქ ტოლედოს ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა. ღონისძიება ტოლედოს ევროპის სპორტის ქალაქად აღიარების პროგრამის ფარგლებში შედგა.

გადაწყვეტილება ქალაქის ხელმძღვანელებმა მერთან  შეთანხმებით მიიღეს. „ჩემთვის დიდი პრივილეგიაა, როცა ქალაქი ტოლედო ასე მაფასებს. აქაურობასთან ბევრი ემოცია მაკავშირებს და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ“, – განაცხადა ილია თოფურიამ. 28 წლის მებრძოლმა  UFC-ის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის თებერვალში მოიპოვა, ხოლო ის ოქტომბერში წარმატებით დაიცვა. მან ასევე მეტსახელი „მატადორი“ შეიცვალა და ოქტაგონზე ამიერიდან „ლეგენდის“ მეტსახელით იასპარეზებს.

თოფურიას კარიერაში 16 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ჯერ არ დამარცხებულა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში