გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი სტუმრად“ „შარლოტ ჰორნეტსს“ დაუპირისპირდა და 111:104 დაამარცხა. გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა პაოლო ბანკეროსა და ფრანც ვაგნერის კარგმა თამაშმა. პირველმა 32 ქულა ჩააგდო, მეორემ – 26. გოგა ბითაძის სტატისტიკა ასეთი იყო: 22 წუთი, 2 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი. 35 მოგებით და 38 წაგებით „ორლანდო“ აღმოსავლეთის კონფერენციაში მერვე ადგილზეა.
დასავლეთ კონფერენციაში აუსტაიდერთა შორისაა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“, რომელმაც ამჯერად სტუმრად „დეტროიტ პისტონსთან“ 96:122 წააგო.
მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 17 წუთი ითამაშა და 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.