ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო.
მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაცვის მხარემ საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა დააყენა.
როგორც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განმარტა, მტკიცებულებები მოცულობითია და მისთვის გასაცნობად როგორც ბრალდების მხარეს, ისე სასამართლოს დრო სჭირდება.
სასამართლო პროცესი 31 მარტს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
გამოძიება გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.