ბუდუ ზივზივაძე ზედიზედ მეორედ ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ასეთია ორი ავტორიტეტული ანალიტიკური ინტერნეტპორტალის შეფასება.
საქართველოს ნაკრების და „ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელმა ბუნდესლიგის 26-ე ტურში უშუალო კონკურენტს, „ჰოლშტაინ კილს“ გაუტანა, საგოლე გადაცემა შეასრულა და მეტოქის დამარცხებაში მთავარი როლი ითამაშა.
ქართველ ფეხბურთელს 9.0 ქულა დაუწერეს, მატჩის მოთამაშედ აღიარეს და ბუნდესლიგის 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს.