გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ჩემპიონატში, „ლიონის“ შემადგენლობაში მხოლოდ 13 წუთი ითამაშა, მაგრამ მატჩის მთავარი გმირი გახდა. ქართველმა ფორვარდმა ჯერ ფოფანას გაატანინა, შემდეგ თავად გაიტანა, მატჩის მიწურულს კი ზუსტი პასით ალმადას მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირებინა - 4:2. გიორგი მიქაუტაძე კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას და „პარი სენ-ჟერმენს“, პარიზელებმა „მარსელი“ 3:1 დაამარცხეს და ჩემპიონობა ფაქტობრივად უკვე გაინაღდეს. ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ კი უშუალო კონკურენტს „მონპელიეს“ 2:0-ს ამარცხებდა, მეორე გოლი ქართველის პასით გავიდა, რა დროსაც „მონპელიეს“ გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე არეულობა მოაწყვეს, რის გამოც მსაჯმა მატჩი შეწყვიტა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სადიციპლინო კომისია.