აჭარის მთავრობა ხანძრით და სტიქიით დაზარალებულ 226 ოჯახს დაეხმარება

15 მარტი 2025, 12:02 124 ნახვა

ხანძრის შედეგად დაზარალებული 10 და სტიქიის შედეგად დაზარალებული 216 ოჯახის დასახმარებლად, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში 2 მილიონ 517 ათას 655 ლარი გამოიყოფა. კომისიის რეკომენდაცია ხელმოსაწერად უახლოეს დღეებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება.
გადაწყვეტილება  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეულ სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს. ფინანსურ დახმარებას რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ. 2024 წელს, ამავე კატეგორიის ოჯახებს, საცხოვრებელი სახლების აღდგენა/რეაბილიტაციისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაეწიათ ფინანსური დახმარება 4 მილიონ 475 ათას 768 ლარის ოდენობით.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში