საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მზადება

15 მარტი 2025, 11:58 98 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩებს სომხეთის წინააღმდეგ, ერთა ლიგის პლეი-ოფის ფარგლებში გამართავს.  მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას ჩვენი გუნდი 17 მარტს დაიწყებს.  თამაშებს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში B დივიზიონში იასპარეზებს. 
საქართველო - სომხეთის მატჩები 20 და 23 მარტს გაიმართება.  დისკვალიფიკაციის გამო ერევანში  გასამართ მატჩს ხვიჩა  კვარაცხელია  და გურამ  კაშია გამოტოვებენ. შეკრების  დაწყებამდე, ტრადიციული პრესკონფერენციის ფარგლებში, მედიის კითხვებს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა უპასუხეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში