23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

14 მარტი 2025, 10:10 82 ნახვა

ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ხუთ წონით კატეგორიაში მედლები გათამაშდა. ფინალში დამარცხდა 18 წლის კობა ქარუმიძე  და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალურ ბლოკში რომეო ბერიძემ (63 კგ) და საბა ჩილაშვილმა (125 კგ) ბრინჯოას მედლები მოიპოვეს.

ღესვე დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში ფინალისტები გამოვლინდნენ – 14 მარტს კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლებისთვის დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ) და ანრი ხოზრევანიძე (67 კგ) იჭიდავებენ, მესამე ადგილისთვის იბრძოლებს ლუკა გაბისონია (97 კგ).

ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატს ქართველი მსაჯი, ზაზა ჯიბლაძე ემსახურება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში