დღეს ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური ცეკვისა და მსოფლიო ხალხთა ცეკვების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი - „ბროლის ცერი“ გაიმართა. ფესტივალში ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის 26 მოსწავლე მონაწილეობდა. ისინი ფესტივალისთვის 1 წლის განმავლობაში ემზადებოდნენ და 26 ნომრით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე რეპერტუარით.