ქობულეთში მდებარე ფარიკაობის კლუბ „აჭარის ჩემპიონებში“ ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა ტურნირი დაშნით მოფარიკავეთა შორის „აჭარის ჩემპიონთა თასი“, რომელიც 10, 12, 14 წლამდელთა და კადეტთა შორის ჩატარდა. შეჯიბრებაში მოფარიკავეები საქართველოს ყველა რეგიონიდან მონაწილეობდნენ. ტურნირზე იფარიკავეს ასევე სომხეთის წარმომადგენლებმაც. ასპარეზობა როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის ჩატარდა. გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. ტურნირი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.