ბათუმის „დინამოს“ ფრე ლიგის დებიუტანტთან 

07 მარტი 2025, 09:45 276 ნახვა
00:00
00:00

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში ბათუმის „დინამო“ სტუმრად უმაღლეს ლიგაში აღზევებულ „გარეჯს“ დაუპირისპირდა. ზღვისპირელებმა დებიუტანტის დამარცხება ვერ მოახერხეს. საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

ეროვნულ ლიგაში შემდეგი ტური 9 მარტს ქუთაისის „ტორპედოსა“ და „თელავის“ მატჩით დაიწყება, ხოლო დარჩენილი ოთხი მატჩი 10 მარტს გაიმართება.

„დინამო“ ბათუმი მესამე ტურში „გაგრას“ უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში