მშვილდოსან ქალთა ახალგაზრდულ ნაკრებს წარმატება სპორტის მინისტრმა მიულოცა

02 მარტი 2025, 12:03 207 ნახვა

საქართველოს მშვილდოსან  ქალთა ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება საქართველოს სპორტის მინისტრმა მიულოცა.  შეხვედრაზე საქართველოში მშვილდოსნობის განვითარების შესახებ ისაუბრეს.
მინისტრმა სპორტსმენებს მხარდაჭერა აღუთქვა და მომავალ ასპარეზობებში გამარჯვებები უსურვა.  შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, ფედერაციის პრეზიდენტი სიმონ ნოზაძე და ეროვნული ნაკრების მწვრთნელები.
თურქეთში გამართულ მშვილდოსნობის ევროპის ჩემპიონატზე 18 მეტრზე, დარბაზში, 21-წლამდელთა კატეგორიაში საქართველოს ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გვანცა არჩვაძის, ნია გათენაძისა და ანა ბოლოკაძის შემადგენლობით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს ნაკრების მიერ კონტინენტის პირველობაზე მოპოვებული პირველი მედალია. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში