ბათუმში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები და ზარალის დათვლა მიმდინარეობს. მოქალაქეები ამბობენ, რომ სახურავებიდან თოვლის ვარდნის შედეგად საცხოვრებლებთან ახლოს გაჩერებული მანქანები დაზიანდა. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ქალაქში კვლავ ნარჩენების გატანა რჩება. ასევე, დილიდან მოყინულია ქუჩები. პრობლემურია გადაადგილება ქვეითებისთვისაც.
რა რაოდენობის ზარალი მიაყენა ბათუმს დიდთოვლობამ ამ ეტაპზე უცნობია.
ბათუმის მერის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის უსაფრთხო ადგილას 36 ოჯახია გაყვანილი და დაზარალებულების მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის.
არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით მუნიციპალური ტრანსპორტის 50 პროცენტზე მეტი მუშაობს, ასევე გრძელდება ქუჩებიდან ნარჩენების გატანა.