ვითარება ქობულეთში

27 თებერვალი 2025, 20:14 105 ნახვა

ქობულეთის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბია შექმნილი. ბოლო მონაცემებით დიდთოვლობამ 72 საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაანგრია, რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო. ქობულეთის მერიის ცნობით, ამ დროისთვის ელექტრო ენერგია მუნიციპალიტეტში 300 აბონენტს არ მიეწოდება, გაზი 191 აბონენტს არ აქვს.
სასმელი წყალი 5-სოფელს არ აქვს. აჭარის საავტომობილო გზების ინფორმაციით დილიდან 22 მძიმე ტექნიკაა ჩართული გზების გაწმენდის პროცესში. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, 6-დღიანი პაუზის შემდეგ ავტობუსებმა მოძრაობა განაახლეს, რომლებიც ამ ეტაპზე მხოლოდ ქალაქის ნაწილში მოძრაობენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი