ქობულეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

27 თებერვალი 2025, 17:59 181 ნახვა

ქობულეთში მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილმა მუშაობა განაახლა. ქობულეთის ტრანსრეგულირების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ავტობუსები მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობენ.
მათივე განმარტებით, ამჟამად ოთხი ავტობუსი დ.აღმაშენებლის და შ.რუსთაველის ქუჩებზე 19:00 საათამდე იმოძრავებენ.
რაც შეეხება სოფლებს, ავტობუსები ამ მიმართულებით, ეტაპობრივად, მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორების შესაბამისად აღდგება. უხვი ნალექის და დიდთოვლობის გამო მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მოძრაობა რამდენიმე დღის წინ შეაჩერა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი