ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილმა მუშაობა განაახლა

27 თებერვალი 2025, 14:28 150 ნახვა

ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქში პრობლემები შექმნა. მოქალაქეები ამბობენ, რომ დასახლებიდან ვერ ხერხდება ნარჩენების გატანა, ასევე შიდა უბნებზე შეფერხებულია გადაადგილება და პრობლემაა წყალმომარაგების და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით.

ბათუმის ვიცე მერი აცხადებს, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება და აბონენტებს წყალი რამდენიმე საათში მიეწოდება, ასევე 70 ერთეული მძიმე ტექნიკა გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.

ნუკრი დეკანაძის ინფორმაციით სტიქიის შედეგად 14  საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოიშალა, რის გამოც დაზარალებული ოჯახები მერიამ დროებით ქირით გაიყვანა, პარალელურად კი დაზიანებული სახლების შესწავლა მიმდინარეობს. რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ დღეს განაახლა მუშაობა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. 

რაც შეეხება ნარჩენების გატანის საკითხს, სანდასუფთავებაში აცხადებენ, რომ პრობლემას არასწორი პარკირება და უხვი ნალექი ქმნიდა.

რა ზარალი მიაყენა ბათუმს დიდთოვლობამ ამ ეტაპზე უცნობია, ასევე უცნობია ქირით გაყვანილი  ოჯახებიდან რამდენი დაუბრუნდება საკუთარ საცხოვრებელს და რომელ პროგრამაში ჩაერთვება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი