დიდთოვლობამ ხელვაჩაურში 15 ოჯახი დააზარალა - მუნიციპალიტეტში ახლაც თოვს

26 თებერვალი 2025, 15:52 153 ნახვა

დიდთოვლობამ ხელვაჩაურში 15 ოჯახი დააზარალა. ამ დრომდე ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ხოლო 100 ოჯახი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. ხელვაჩაურის მერის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ჯგუფები და მიმდინარეობს დაზიანებული სადენებისა და მილების აღდგენა.

რაც შეეხება დაზარალებულ ოჯახებს, ზაზა დიასამიძის ინფორმაციით, ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. სტიქიისგან მიყენებულ ზიანს კი მუნიციპალიტეტთან არსებული შესაბამისი კომისია შეისწავლის.

ხელვაჩაურში ამ დრომდე თოვს. სოფლებში გზების გასაწმენდად მუშაობს სპეცტექნიკა. ცენტრთან დამაკავშირებელი გზების დიდი ნაწული უკვე გაწმენდილია. ხელვაჩაურის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, ხოლო დაბლობში 1 მეტრია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი