საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები კვიპროსთან დამარცხდა

26 თებერვალი 2025, 10:58 87 ნახვა

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურში კვიპროსს სტუმრად დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. ლარნაკას „აეკ არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში მასპინძლები სწრაფად დაწინაურდნენ: პირველივე წუთზე ანგარიში ვიოლარმა გახსნა, რომელმაც 28-ე წუთზე დუბლი შეასრულა.

44-ე წუთზე ნათია დანელიამ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა საბოლოოდ თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა და დამარცხდა. ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები სამი ქულით მეორე ადგილზე დარჩა, კვიპროსი კი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.

ქართველი ფეხბხურთელები შემდეგ მატჩს 4 აპრილს შინ მალტასთან გამართავენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი