საქართველოს ჩემპიონატი კრივში ჭაბუკთა შორის დასრულდა

26 თებერვალი 2025, 10:55 75 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი კრივში ჭაბუკთა შორის, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის 270-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრება სხვადასხვა წონით კატეგორიაში, როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის ჩატარდა. აჭარის ნაკრებმა საერთო ჯამში ოთხი მედალი მოიპოვა.

ვაჟთა შორის 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქვეყნის ჩემპიონი დიმიტრი ბერაია გახდა, 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ოქროს მედალი ალექსანდრე ბალაძემ მოიპოვა.

ჩემპიონის ოქროს მედლები მოიპოვეს თეონა ჯაფარიძემ და ნატალია ბერიძემ, რომლებმაც, შესაბამისად, 48 და 52 კილოგრამ წონით კატეგორიებში იასპარეზეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი