„ჩვენი ჯარი“ - პროექტის ფარგლებში სამხედროები თელავის მე-4 სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების მოქმედმა სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს, ვიდეო და ფოტომასალით დატვირთული პრეზენტაციების სახით, საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები ჯარში მოხვედრისა და სამსახურის, განათლების მიღების შესაძლებლობები გააცნეს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.