ბათუმელი მებრძოლი ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად იბრძვის

21 თებერვალი 2025, 09:44 263 ნახვა

ბათუმის საბრძოლო აკადემიის წარმომადგენელი ბექა შაინიძე სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს. მან მერვედფინალში სლოვაკი მეტოქე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ასევე სლოვაკი სპორტსმენი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბექამ 2024 წელს მოიგო ევროპის ჩემპიონატი და წელს ტიტულის დასაცავად იბრძვის.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში