ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა მსოფლიო თასზე სამივე სინჯის მედალი მოიპოვეს

21 თებერვალი 2025, 09:40 113 ნახვა

ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაფარიკაობაში საქართველოს ეტლით მოფარიკავე ნაკრებმა ხმლით ფარიკაობაში სხვადასხვა სინჯის სამი მედალი მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებულები ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი გახდნენ, ვიცე-ჩემპიონის ტიტული გვანცა ზადიშვილმა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ფინალში ერთმანეთს სწორედ ზადიშვილი და თიბილაშვილი დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება თიბილაშვილმა მოიპოვა.

რაც შეეხება ირმა ხეცურიანს, მან ნახევარფინალში იტალიელი იულია მარკოვსკა 15:5 დაამარცხა, ფინალში კი ბელარუს ანასტასია კასტიუჩკოვას 15:12 მოუგო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში