სოფელ კაპრეშუმში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროცესი ნოემბერში უნდა დასრულდეს. თანამედროვე სტანდარტების და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ორსართულიანი შენობა 300 მოსწავლეზეა გათვლილი.
სკოლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საჭიროებებზე მორგებული. განათლების სამინისტრომ პროექტისთვის ბიუჯეტიდან 911 ათასი ლარი დახარჯა.