ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დასრულდა 

17 თებერვალი 2025, 10:19 217 ნახვა

ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში შვიდ დღეს გრძელდებოდა ევროპის ახალგაზრდობის ზამთრის 17-ე ოლიმპიური ფესტივალი. შეჯიბრებაში 45 ქვეყნის ათასამდე წარმომადგენელი სპორტის 8 სახეობაში იბრძოდა მედლებისთვის. ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი უკვე დასრულდა და 16 თებერვალს ბაკურიანში საზეიმოდ დაიხურა.

საქართველო ევროპის მერვე ქვეყანა გახდა, რომელმაც როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ფესტივალებს უმასპინძლა.

როგორც საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში - ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიათლონი 8 სპორტსმენი ასპარეზობდა, თუმცა ჩვენი ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი მედალია. ოქრო მოციგურავე ინგა გურგენიძემ მოიგო.

მოპოვებული მედლების რაოდენობით პირველი ადგილი იტალიის გუნდმა დაიკავა, მეორე-მესამეზე კი შესაბამისად, - საფრანგეთი და შვეიცარია გავიდნენ.

საქართველომ ქვეყანას შორის მე-15  ადგილი დაიკავა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში