„ჰამასი“ დღეს კიდევ 3 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, სანაცვლოდ კი ისრაელი ასობით პალესტინელ პატიმარს გაუშვებს. იაირ ჰორნი, საგუი დეკელ ჩენი და საშა ტრუფანოვი ტყვეობაში თითქმის 500 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით ისრაელის მხარე, 369 პალესტინელ პატიმარს გაუშვებს, მათგან 36 უვადო პატიმრობას იხდიდა, ხოლო 333 შვიდ ოქტომბერს ისრაელზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ დააკავეს.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში „ჰამასმა“ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადეს, რომ მძევლებს არ გაათავისუფლებდნენ.საპასუხოდ კი ისრაელში აღნიშნეს, რომ ისინი ღაზაზე თავდასხმებს განაახლებდნენ, თუ მძევლები არ გათავისუფლდებოდნენ.