გიორგი მიქაუტაძის გოლი ლიგა 1-ის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა 

13 თებერვალი 2025, 09:39 108 ნახვა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის დეკემბერ-იანვრის თვის საუკეთესო გოლის ავტორად დასახელდა, ასეთია გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგი.

გამოკითხვა საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურ გვერდზე გაიმართა, რომელზეც „ლიონის“ ქართველ თავდამსხმელს კონკურენციას უწევდნენ მოსეს საიმონი („ნანტი“), ლუკას სტასინი („სენტ-ეტიენი“), აგუსტინ ბოაკი („სენტ-ეტიენი“) და მაგნეს აკლიუჩი („მონაკო“).  

მიქაუტაძემ ეს გოლი ლიგა 1-ის მე-14 ტურის მატჩში „ანჟესთან“ გაიტანა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო გოლის ავტორი ზურიკო დავითაშვილი გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში