ბიუჯეტის შესრულება

26 აპრილი 2017, 00:00 3216 ნახვა

2016 წლის ბათუმის მუნიციპალური ბიუჯეტი 88 პროცენტით შესრულდა. ამის შესახებ ცნობილი დღეს ქალაქის საკრებულოში, ანგარიშის საჯარო განხილვაზე გახდა.

მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის განცხადებით, გასულ წელს აუთვისებელი 20 მილიონი ლარი დარჩა, რაც შემოსავლების იგივე მაჩვენებლით შესრულებამ განაპირობა. არჩილ ვანაძის განცხადებით, პროექტები, რომელთა განხორციელებაც შარშან გარკვეული მიზეზებით შეფერხდა, მიმდინარე წელს გაგრძელდება.

ანგარიშის საჯარო განხილვას არასმთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ცალკეულ პროგრამებთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი