ბათუმელი მოფარიკავის წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

29 იანვარი 2025, 10:09 205 ნახვა

თურქეთში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში იუნიორთა შორის - „თურქეთის ფარიკაობის ფედერაციის თასი“, რომელშიც 15 ქვეყნის 150-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. დისციპლინა ხმალში წარმატებით იასპარეზა ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენმა ნინი ტუღუშმა.

14 წლის მოფარიკავე ერთადერთი იყო საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან, რომელმაც მერვედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ქართველი მოფარიკავეებისთვის გაცილებით წარმატებული  გუნდური შეჯიბრება იყო, რომელშიც საქართველოს იუნიორთა ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველ და მეორე ადგილებზე მასპინძელი თურქეთის ნაკრები გუნდები გავიდნენ.

ამჟამად ნინი ტუღუში იუნიორთა შორის მსოფლიო თასისთვის ემზადება, რომელიც 1 თებერვალს თბილისში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში