გონიოში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოვიდა, 6 წევრიანმა ოჯახმა ღამე ახლობლებთან გაათენა. მუკუტაძეები დროულ დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ,რომ მერიამ გეოლოგები და ტექნიკა ადგილზე დროულად არ მიიყვანა.ფერდობიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ შიდა სასოფლო გზაც ჩაკეტა.
მეწყრულ პროცესებს ადგილობრივები მიმდებარე ტერიტორიაზე კოტეჯების,სასტუმროებისა და მათთან მისასვლელი გზების გაყვანის სამუშაოებს უკავშირებენ.
მერიაში კი გამომწვევი მიზეზების შესწავლას გეოლოგებს ანდობენ, რომლებმაც დასკვნა რამდენიმე დღეში უნდა დაწერონ.
ამ დასკვნით უნდა განისაზღვროს ასევე, რა ზომები გატარდება მეწყრულ კერასთან უსაფრთხოდ ცხოვრებისთვის.