გარემოსდამცველებმა ხელვაჩაურში ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიაბარეს. ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, სოფელ ჭარნალიდან მოქალაქე დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ მათ, სავარაუდოდ, დათვის ბელის ხმა გაიგონეს.
ადგილზე მისულმა სამმართველოს წარმომადგენლებმა 2 თვის ასაკის, კავკასიური მურა დათვის ბელი იპოვეს. მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ველურ ბუნებაში ნაპოვნი დათვის ბელები თვითნებურად არ წამოიყვანონ, რადგან, ადამიანებთან მიჩვევის შემდეგ, უკან დაბრუნება უჭირთ.
მასალას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.