ბათუმის ამერიკულ კუთხეში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიება ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო, რომლის შემდეგაც ნაჩვენები იყო საქართველოში ამერიკის ელჩის ვიდეომიმართვა.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ამერიკის საელჩოს პოლიტიკურმა ოფიცერმა და ბათუმის მერმა. დღის განმავლობაში კვირეულის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.