სტიქიის შედეგები ქობულეთში

24 აპრილი 2017, 00:00 3662 ნახვა

ორ დღიანმა ძლიერმა ქარმა ქობულეთის  მოსახლეობა დააზარალა. მუნიციპალიტეტში 4 საცხოვრებელ კორპუსა და 50-მდე კერძო სახლს სახურავები დაუზიანდა. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დროისთვის ქობულეთში, 650 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

გემგეობის ინფორმაციით, გამოძახებებზე გასულია სპეციალური ჯგუფები და მდგომარეობის ადგილზე  სწავლობენ. მოგვიანებით  გადაწყდება, რა ტიპის დახმარება გაეწევა დაზარალებულ მოსახლეობას. ძლიერმა ქარმა სოფელ ოჩხამურში, სკოლის სახურავის ნაწილი დააზიანა, თუმცა სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძლედება

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი