საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. კონცერტი ევროპის მოედანზე დღესაც გაიმართება და მასში ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. გუშინ კი ევროპის მოედანზე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული მუსიკოსები. ღონისძიების დასკვნით ნაწილში სცენა ნუცა ბუზალაძემ დაიკავა. მანამდე კი დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა საბავშვო აქტივობა, პატარების განწყობაზე ანიმატორები და თოვლის ბაბუა ზრუნავდნენ. ბათუმში საახალწლო ღონისძიებები 7 იანვარს დასრულდება.