ბათუმში სადღესასწაულო ღონისძიებები გრძელდება. ევროპის მოედანი ტრადიციულად ღონისძიებების მთავარ ლოკაციად რჩება. ადგილობრივებისა და ქალაქის სტუმრებისთვის ახალი წლის პროგრამა 25 დეკემბრიდან მიმდინარეობს.
რაც შეეხება მუსიკალურ ნაწილს ადგილობრვბი და მოწვეული ბენდები მონაწილეობენ, გარდა ამისა ევროპის მოედანზე მოწყობილია საახალწო სოფელი და საბავშვო სივრცე. გუშინ ღამით საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში მუსიკალური ნომრები ადგილობრივმა ბენდებმა შეასრულეს.
საახალწლო პროგრამა კულტურის ცენტრის ორგანიზებით იმართება.