პროტესტის 34-ე დღე

31 დეკემბერი 2024, 12:30 154 ნახვა

ქუჩაში შეხვდებიან ახალ წელს თბილისსა და ბათუმში მომიტინგეები, რომელთა პროტესტი უკვე 33-ე დღეა გრძელდება. გუშინ კი აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია გვიან ღამემდე გაგრძელდა.
მათი განცხადებით, “ქართული ოცნების” პირობებში ქვეყნის საგარეო კურსი შეიცვალა.
აქციის მონაწილეები, მოითხოვენ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას. ასევე მათი ინფორმაციით, ბათუმში 11 პირი სასამართლოში დაიბარეს, რომლებსაც აქციის ორგანიზებას და გზის გადაკეტვას ედავებიან.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში