ამ წუთებში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ აჭარის უმაღლეს საბჭოში. გენდერულ საკითხებში, პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ, საქართველოს მთავრობის მიერ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და გენდერის საკითხებში ექსპერტები ესწრებიან. ღონისძიება საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ტარდება.