ქვეყნის მასშტაბით სულ 432-მა ახალწვეულმა ჯარისკაცმა დადო სამხედრო ფიცი. დედაქალაქში, 26 მაისისადმი მიძღვნილ ცერემონიაში დღეს პირველად ნატოს მიერ ლიცენზირებული ქართული ასეული მონაწილეობდა. თავისუფლების მოედანზე განლაგდა სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მთავარი საბრძოლო ტანკი „აბრამსი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“. თავისუფლების მოედანზე გადაიფრინა ოთხმა ვერტმფრენმა სახელმწიფო დროშებით.